1.პროექტის სახელწოდება: ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბუნებრივი მოვლენებითა და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების დანახვა და აღწერა.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული
საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია შევაყვაროთ მოსწავლეებს ბუნება. ვასწავლოთ მისი დაცვა. გააცნობიერონ, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა.
5.მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
6.ვადები |ხანგრძლივობა|: 2 თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები \პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შეძლონ დანაგვიანებული გარემოსათვის გამაფრთხილებელი პირობითი ნიშნების შექმნა და უსაფრთხოების ზომების დაცვა.შეისწავლონ ლექსები და სიმღერები, რომლებიც ბუნებას ეხება. დაამზადონ პლაკატები. შეძლონ კოლაჟის შექმნა თავიანთი პოზიციის გამოსახატავად.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქართველ პოეტთა ლექსების კრებულები. ფერადი ქაღალდები, დიდი ფორმატის ფურცელზე დახატული დედამიწა, ფერედი ფანქრები ან საღებავები, მარკერები, წებო, მაკრატელი, დიდი ფორმატის ფურცლები, წებოვანი ფურცლები (სტიკერები), სიმღერების ფონოგრამები, დიდი პარკები ნარჩენებისათვის.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ და ამოიწერონ ლექსები, სტსტიები ბუნებაზე, მის დაცვაზე. მე-2 ჯგუფს ევალება დაამზადონ პლაკატები „დანაგვიანებული გარემო“, „საშიშროებათა დრაკონი“. მე-3 ჯგუფს ევალება სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. დაამზადონ გამაფრთხილებელი პირობითი ნიშნები.
10.საგნებთან |საგნოვრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულთან (მხატვრული კითხვა), ხელოვნება, მუსიკა, გეოგრაფია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად შევასწავლო გარემოზე ელემენტარული წესების დაცვა.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): რევაზ კორძახია.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: r.kordzaxia70@gmail.com